Перейти к содержанию

წესები

MyDomain.ge   საიტზე დარეგისტრირებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ  და ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმება( შემდგომი - ‘’წესები’’).

ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შეცვალოს ან დაამატოს სამომხმარებლო ხელშეკრულებაში ნებისმიერი დებულება, წინასწარი ან მომდევნო შეტყობინებების გარეშე

ადმინისტრაცია წესების ცვლილებებს გამოაქვეყნებს ამ გვერდზე.

თქვენი შემდგომი საიტის გამოყენება ასეთი ცვლილებების შემდეგ, ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით მომხმარებლის ხელშეკრულებაში შესულ ცვლილებებს და დამატებებს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით მომხმარებლის ხელშეკრულებას, არ გამოიყენოთ ვებ-გვერდი და თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი, წაიშალეთ თქვენი ექაუნთი, ან/და დატოვეთ საიტი.

თქვენს პირად პასუხისმგებლობაში რჩება  ამ გვერდის რეგულარულად შემოწმება  და სამომხმარებლო შეთანხმების წაკითხვა.

1.       სარეგისტრაციო მონაცემები, ექაუნთის უსაფრთხოება

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და მისი მოხმარების შედეგად თქვენ გეკისრებათ შემდეგი ვალდებულებები:

1.1.საიტზე რეგისტრაციის განხორციელებისას წარმოადგინოთ თქვენს შესახებ აქტუალური და ზუსტი ინფორმაცია;

1.2.უსაფრთხოდ მართოთ თვენი ექაუნთი, ისე, რომ მესამე პირებს არ ჰქონდეთ წვდომა;

1.3.პერიოდულად განაახლოთ რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია თქვენს შესახებ, იმისთვის რომ თქვენი ინფორმაცია იყოს აქტუალური;

1.4.მთლიანად აგოთ პასუხი ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც თქვენი ექაუნთის მეშვეობით იქნება განხორციელებული, და იყოთ პასუხისმგებელი ნებისმიერ შედეგზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ან გამოიწვია თქვენი ექაუნთის მეშვეობით განხორციელებულმა ქმედებამ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 

2.       რა ქმედებები იკრძალება ვებ-გვერდზე?

2.1.ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ,  რომ თქვენს მიერ გამოქვეყნებული მასალები პოტენციურად, შეიძლება არღვევდეს სამართლით დაცული ქონებრივ უფლებებს ან/და მესამე პირის ქონებრივ უფლებებს, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის აკრძალული;

2.2.სამომხმარებლო ხელშეკრულებით ვებ-გვერდზე იკრძალება:

 

·         სპამის დაგზავნის მიზნით ვებ-გვერდის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შეგროვება ავტომატიზირებული ან სხვა საშუალების მეშვეობით;

·         ვებ-გვერდის ისე გამოყენება, რაც გამოიწვევს მისი ნორმალური ფუნქციონირების ხელის შეშლას;

·         ავტომატური სკრიპტების (პროგრამების) გამოყენება ინფორმაციის შეგროვების მიზნით ან/და ვებ-გვერდთან და მის სერვისებთან ურთირთქმედებისათვის;

·         ისეთი მასალის გამოქვეყნება, ატვირთვა ან სხვა ნებისმიერი საშუალებით ვებ-გვერდის მეშვეობით გასაჯაროება, რომელიც შეიცავს მუქარას, დისკრიმინაციას ან დისკრედიტაციას, შეურაცჰყობს მომხმარებლებს ან მესამე პირებს, არის ვულგარული, უხამსი, თაღლითური, ხელყოფს პიროვნების ან საზოგადოების ინტერესს, პროპაგანდას უწევს ასობრივ, რელიგიურ, ეთნიკურ ზიზღს და სიძულვილს, ან შეიცავს ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც არღვევს პიროვნების და მოქალაქის დაცულ კანონიერ უფლებებს;

·         ერთ ექაუნთზე მეტის დარეგისტრირება ან იმ პირის სახელით ექაუნთის დარეგისტრირება, რომელიც თქვენ არ ხართ;

·         სხვა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა თქვენი ვინაობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, სხვისი ექაუნთის გამოყენებით, განზრახ თქვენს შესახებ მცდარი შეხედულების ჩამოყალიბება;

·         სპამის და ფინანსური პირამიდების გავრცელება, მათში გაწევრიანების პროპაგანდის გაწევა, ნებისმიერი სხვა გამაღიზიანებელი ინფორმაციის გავრცელება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის გავრცელება ვებ-გვერდის ადმინისტრაციასთან არის შეთანხმებული;

·         ვებ-გვერდზე მესამე პირების, პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება (მათ შორის: მისამართი, ნომრები, ელ-ფოსტის მისამართები და ნებისმიერი სხვა პერსონალური მონაცემები);

·         ნებისმიერი ისეთი ფაილის ატვირთვა, რომელიც ვირუსს ან სხვა ზიანის შემცველ პროგრამას შეიცავს;

·         საპროტესტო საქმიანობის ახსნა და პროპაგანდა, ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს ინსტრუქციებს ან მითითებებს კანონით აკრძალული ქმედების შესახებ;

·         ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, მათ შორის ექაუნთის გატეხვის გზით, სხვა მომხმარებლის ექაუნთში შესვლა მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ;

·         ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც ვებ-გვერდის ადმინისტრაციის თვალსაზრისით  ეწინააღმდეგება ვებ-გვერდის კონცეპციას, სხვა მომხმარებლების უფლებებს ლახავს ან სხვა მიზეზების გამო არასასურველია ვებ-გვერდზე განსათავსებლად;

·         ლინკების გამოქვეყნება, რომელიც ამისამართებს სხვა პროქტზე;

·         ისეთი სახელის დარეგისტრირება რომელიც ბილწსიტყვაობს შეიცავს;

·         ისეთი ფაილების გავრცელება, რომელიც შექმნილია ვებ-გვერდი IpsZona-ს დეველოპერების მიერ, ვინაიდან მათ ნამუშევრებზე ვრცელდება მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლება.

 

2.3.ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ დაარედაქტიროს ან წაშალოს ნებისმიერი გამოქვეყნებული მასალა, რომელიც არღვევს მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ დებულებებს. შეზღუდოს, შეაჩეროს ან საერთოდ გაგიუქმოთ ვებ-გვერდის სერვისები ნებისმიერი მიზეზით, ან უმიზეზოდ, ახსნის გარეშე, წინასწარი გაფრთხილებით ან მის გარეშე. ესეთი ქმედების განხორციელების შედეგად მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანისთვის ადმინისტრატორი არ აგებს პასუხს;

2.4.ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს ახსნა განმარტების გარეშე შეზღუდოს, შეაჩეროს ან სრულიად წაშალოს თქვენი ექაუნთი, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის თვალსაზრისით თქვენი საფრთხეს უქმნით ვებ-გვერდს.

 

3.        ვებ-გვერდზე განთავსებული კონტენტზე ექსკლუზიური უფლებები

3.1.ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულება, ილუსტრაციები, ვიდეოები, სკრიპტები, პროგრამები, მუსიკა, ხმები და სხვა ობიექტები და მათი კოლექცია (შემდგომში - კონტენტი), მათზე ადმინისტრაციას გააჩნია ექსკლუზიური უფლებები, ისევე როგორც სხვა მეპატრონეებს;

3.2. სამომხმარებლო ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტენტი არ შეიძლება იყოს დაკოპირებული,  მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული, გაყიდული, გავრცელებული, გადმოწერილი, გადაგზავნილი ან სხვა ნებისმიერი საშუალებით გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა უფლებამოსილმა პირმა პირადად ან საჯაროდ კონტენტის გამოყენების ნებართვა გასცა;

3.3.ვებ-გვერდზე კონტენტის გამოქვეყნებით თქვენ ანიჭებთ სხვა მომხმარებლებს არა ექსკლუზიურ უფლებას ნახვის, რეპროდუქცირების (კოპირების ჩათვლით), გადამუშავების (ბეჭდვის ასლების ჩათვლით), სხვა უფლებებით სარგებლობისათვის - მხოლოდ პირადი არაკომერციული გამოყენებისათვის, გარდა შემთხვევები, როდესაც ასეთი გამოყენება იწვევს ან შეიძლება ზიანი მიაყენოს კანონით დაცული საავტორო უფლებების მფლობელის ინტერესებს;

3.4. იმ კონტენტის გამოყენება, რომელზეც თქვენ არაკომერციული გამოყენებისათვის მიგიწვდათ ხელი, შეიძლება მხოლოდ ავტორობის ყველა ნიშნის შენარჩუნებით, მაგ: ავტორის სახელის უცვლევად მითითება, კონტენტის უცლველად მითითება;

3.5. თქვენ გაქვთ მხოლოდ თქვენი კონტენტის გამოქვეყნების უფლება, თქვენ გეგრძალებათ სხვა საიტებიდან კონტენტსი გადმოტანა, თუ ის არ გეკუთვნით თქვენ;

3.6.ნებისმიერი კონტენტის გამოყენება აკრძალულია, თუ უფლებამოსილმა პირმა საჯაროდ ან პირადად წერილობით ფორმაში არ მოგანიჭათ კონტენტის გამოყენების უფლება;

3.7.იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრატორს მიუვიდა მოტივირებული საჩივარი გამოქვეყნებული კონტენტის შესახებ, კერძოდ საავტორო ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას გამოიყენოს 2.3. პუნქტში გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებს.

3.8.ეს შეთანხმება გამორიცხავს ეკსკლუზიური უფლებამოსილების გადაცემას;

 

4.       პასუხისმგებლობა

4.1.თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ კონტენტზე, რომლითაც ატვირთეთ ან სხვაგვარად გამოაქვეყნეთ ვებ-გვერდზე, ან მისი დახმარებით. საიტზე არ შეგიძლიათ ატვირთოთ, გადასცეთ ან გამოაქვეყნოთ შინაარსი, თუ ის პირადად არ შეიქმნა ან რომლისთვისაც არ გაქვთ საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვა; (მთავარია, რომ ადმინისტრაცია არ აგებს არაფერზე პასუხს)

4.2.თქვენ ითვალისწინებთ და ეთანხმებით იმას, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილია, თუმცა არ არის ვალდებული მუდმივად აკონტროლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონტენტი, ადმინისტრაცია უფლებამოსილია წაშალოს ნებისმიერი შემცველობის კონტენტი, თუ ადმინისტრაციის ვარაუდით ის ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, მესამე პირის კანონიერ უფლებებს ან საიტის კონცეფციას;

4.3.თქვენ თვითონ უნდა უზრუნველყოთ ვებ-გვერდდზე გამოქვეყნებული კონტენტის უსაფრთხოება, მისი რეზერვული ასლის შექმნა;

 

5.       ვებ-გვერდები და მესამე პირების კონტენტი

5.1.ვებ გვერდი შეიცავს მესამე პირების კუთვნილ კონტენტს, ფოტოსურათებს, ილუსტრაციებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, მუსიკას, ხმებს, ვიდეოებს, ინფორმაციას, პროგრამებს, პროგრამებსა და სხვა შინაარსს (ან შეიძლება შეიცავდეს);

5.2.ადმინისტრაცია არ ამოწმებს ამა თუ იმ წესების შესაბამისობაზე(კეთილსინდისიერებაზე, სიზუსტეზე და ს.შ.) ზემოთ ხსენებული მესამე პირებს და მათ მიერ გამოქვეყნებულ კონტენტს. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს იმ კონტენტზე რასაც მესამე პირები აქვეყნებენ ვებ-გვერდზე;

5.3.ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ლინკები(ვებ მისამართი) ან ნებისმიერი კონტენტის გადმოწერის ახსნა-განმარტება, რომელიც გამოქვეყნებულია მესამე პირების მიერ ვებ-გვერდზე, არ არის ადმინისტრაციის მიერ რეკომენდირებული ან შეთანხმებული, მათ უსაფრთხოებაზე ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს;

5.4.ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ლინკები(ვებ მისამართი) სხვა საიტის, პროდუქტის, მომსახურების და ა.შ. რომელიც გამოქვეყნებულია მესამე პირების მიერ ვებ-გვერდზე, არ არის ადმინისტრაციის მიერ რეკომენდირებული ან შეთანხმებული, მათ უსაფრთხოებაზე ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს;

5.5.თუ თქვენ გადაწყვიტეთ ენდოთ მესამე პირის მიერ გამოქვეყნებულ კონტენტს და გადმოიწეროთ, გამოიყენოთ, შეიძინოთ და ს.შ. გამოქვეყნებული კონტენტი, გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე სამომხმარებლო ხელშეკრულების ძალა წყდება და თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ საქართველოს კანონმდებლობით და მესამე პირთან პირადად აწარმოოთ ურთიერთობა. ამ ურთიერთობაში ვებ-გვერდის ადმინისტრაცია არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხარე და მას არანაირი უფლება-მოვალეობები არ ეკისრება;

 

6.       მომხმარებლების და ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა

6.1.თქვენ პირადად აგებთ პასუხს თქვენს მიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე, ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ აწოდებთ სხვა მომხმარებლებს და იმ ურთიერთობაზე, რომელსაც თქვენ აწარმოებთ სხვა მომხმარებლებთან;

6.2.კონტენტი, რომელსაც ვებ-გვერდის მომხმარებლები აქვეყნებენ, არ ექვემდებარება შემოწმებას(პრემოდერაცია) გამოქვეყნების წინ, და არ ასახავს ადმინისტრაციის აზრს ამ კონტენტის მიმართ. ადმინისტრაცია არ იძლევა არანაირ გარანტიას კონტენტის ნამდვილობაზე, სრულფასოვნებაზე , აქტუალობაზე და სიზუსტეზე;

6.3.ვინაიდან ვებ-გვერდი ღიაა მთელი საზოგადოებისათვის და გამოქვეყნებული კონტენტი არ ექვემდებარება პრემოდერაციას, ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს იმ კონტენტზე, რომელსაც მომხმარებლები ან მესამე პირები აქვეყნებენ ვებ-გვერდზე ან მის მიშვეობით;

6.4.ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მომხმარებლებისდა მესამე პირების საქციელზე, რომლებიც იყენებენ ან უბრალოდ ეცნობიან ვებ-გვერდს როგორც ონლაინ ისე ოფლაინ რეჟიმში;

6.5.ვებ-გვერდი ან რომელიმე მისი სერვისები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი იყოს პროფილაქტიკური სამუშაოების ან სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ჩაატაროს მსგავსი სამუშაოები ნებისმიერ დროს, თავისი შეხედულებისამებრ;

6.6.ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს ბაგებზე, შეცდომებზე, შეფერხებებზე, კონტენტის წაშლაზე, დეფექტებზე, მონაცემთა ატვირთვის და გადმოწერის დროს შეფერხებაზე, ქურდობაზე, კონტენტის განადგურებაზე და მომხმარებლების კონტენტისადმი უკანონო წვდომაზე. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს ვებ პროვაიდერების, ჰოსტინგის, სერვერების, ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის მათ შორის სკრიპტების ბაგებზე და შეფერხებებზე;

6.7.ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც მიადგა მომხმარებლის ან მესამე პირის კომპიუტერს, ტელეფონს, ნებისმიერ სხვა მოწყობილობასა ან პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდიდან კონტენტის გადმოწერასთან ან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ლინკებზე გადასვლით;

 

7.       ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

7.1.ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ვებ-გვერდის დიზაინი, კონტენტი, სერვისების ნუსხა, შეცვალოს ან დაამატოს სკრიპტები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა ობიექტები, რომლებიც გამოიყენება ან/და ინახება ვებ-გვერდზე, ნებისმიერი კონტენტი რომელიც ინახება სერვერზე, წინასწარი გაფრთხილებით ან მის გარეშე;

7.2.არავითარ შემთხვევაში, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია და მისი წარმომადგენლები არ აგებს პასუხს არაპირდაპირი, შემთხვევით, განზრახვის გარეშე მიყენებულ ზიანზე, მიუღებელ შემოსავალზე, დაკარგულ კონტენტზე, სახელის და რეპუტაციის შელახვაზე, რაც განხორციელდა საიტის გამოყენებით, საიტზე გამოქვეყნებული კონტენტის მეშვეობით;

 

8.       გარდამავალი დებულებები

8.1.წინამდებარე შეთანხმება არის თქვენსა და ადმინისტრაციის მიერ დადებული სამომხმარებლო შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ვებ-გვერდის და მისი სერვისების გამოყენების წესს;

8.2.ის ურთიერთობა, რაც არ რეგულირდება სამომხმარებლო შეთანხმებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;

8.3.სამომხმარებლო შეთანხმების შეცვლის შემთხვევაში ახალ შეთანხმებას აქვს უკუძალა;

8.4.იმ შემთხვევაში, თუ სამომხმარებლო შეთანხმების რომელიმე პუნქტი აღმოჩნდა იურიდიული ძალის არმქონე, ეს უკანასკნელი არ მოქმედებს მთლიან შეთანხმებაზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია